ისწავლეთ როგორ შექმნათ ვებსაიტი საკუთარი ბიზნეს იდეისთვის !
კურსი ჩატარდება ინდივიდუალურად რაც უფრო მეტად ნაყოფიერს ხდის სწავლებას თითოეული თქვენგანისთვის.
კურსის ღირებულება შეადგენს 250 ევროს. კურსი მოიცავს ინდივიდუალურ 10 შეხვედრას 5 კვირის განმავლობაში და განკუთვნილია უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის.
კურსის სილაბუსი
დომენის შეძენა და ჰოსტინგი
– გაიგეთ რა არის დომენი და ჰოსტინგი.
– შეიტყვეთ როგორ იყიდოთ დომენის სახელი და ჰოსტინგი.
– აქტივობა: აირჩიეთ და შეიძინეთ თქვენი საკუთარი დომენის სახელი.
დომენის დაკავშირება ჰოსტინგთან და WordPress-ის ინსტალაცია
– ისწავლეთ როგორ დააკავშიროთ თქვენი დომენი ჰოსტინგის სერვისთან
– დააინსტალირეთ WordPress თქვენი ჰოსტინგის ანგარიშზე.
– აქტივობა: WordPress-ის სამართავი დაფის მიმოხილვა.
WordPress-ის შესწავლა და თემის არჩევა
– გაეცანით WordPress-ის დაფას.
– ისწავლეთ როგორ აირჩიოთ და შეცვალოთ თემა თქვენი საიტისთვის.
– აქტივობა: თქვენი თემის პერსონალიზაცია ფერებითა და სტილით.
თქვენი პირველი ბლოგ პოსტის შექმნა
– გაიგეთ განსხვავება პოსტებსა და გვერდებს შორის.
– ისწავლეთ როგორ დაწეროთ და გამოაქვეყნოთ ბლოგ პოსტი სურათებით და ბმულებით.
– აქტივობა: დაწერეთ და გამოაქვეყნეთ თქვენი პირველი ბლოგ პოსტი.
გვერდების დამატება (მთავარი, შესახებ, კონტაქტი)
– შეიტყვეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ვებგვერდის გვერდები.
– შექმენით თქვენი ვებსაიტის ძირითადი გვერდები, როგორიცაა მთავარი, შესახებ და კონტაქტი.
– აქტივობა: დააყენეთ საკონტაქტო ფორმა თქვენს ვებსაიტზე.
დანამატები “ფლაგინები” – ახალი ფუნქციების დამატება
– გაარკვიეთ რა არის დანამატები “ფლაგინები” და როგორ ეხმარებიან ისინი თქვენს საიტს.
– ისწავლეთ როგორ დააინსტალიროთ და გამოიყენოთ მნიშვნელოვანი დანამატები “ფლაგინები”.
– ისწავლეთ როგორ უნდა მოახდინოთ ვებსაიტის ოპტიმიზაცია “ქეშირების ფლაგინის” დახმარებით
– აქტივობა: დატესტეთ სხვადასხვა დანამატი “ფლაგინი” თქვენს საიტზე ახალი ფუნქციის დასამატებლად.
შესავალი WooCommerce-ში (ონლაინ მაღაზიის დაყენება)
– გაიგეთ რა არის WooCommerce და როგორ გეხმარებათ ონლაინ გაყიდვაში.
– დაიწყეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის დაყენება.
– E-commerce გვერდების დამატება (shop, cart, checkout.)
– პროდუქტების შექმნა, რედაქტირება, წაშლა
– აქტივობა: დაამატეთ პროდუქტის ნიმუში თქვენს მაღაზიაში, ისწავლეთ შეკვეთების მართვა.
მეტი პროდუქტის დამატება და თქვენი მაღაზიის ორგანიზება
– ისწავლეთ როგორ დაამატოთ მეტი პროდუქტი თქვენს ონლაინ მაღაზიაში.
– შექმენით კატეგორიები და ატრიბუტები თქვენი პროდუქტების ორგანიზებისთვის.
– აქტივობა: შეავსეთ თქვენი მაღაზია პროდუქტებით.
შეკვეთების მართვა და თქვენი საიტის დაცვა
– გაიგეთ როგორ მართოთ შეკვეთები WooCommerce-ში.
– ისწავლეთ ვებსაიტის უსაფრთხოების ძირითადი რჩევები თქვენი საიტის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
– აქტივობა: დააყენეთ უსაფრთხოების დანამატი და ისწავლეთ თქვენი საიტის სარეზერვო ასლის შექმნა.
თქვენი ვებსაიტის გაზიარება და ვიზიტორების თვალყურის დევნება
– გამოიკვლიეთ თქვენი ვებსაიტის ონლაინ პოპულარიზაციის გზები.
– ისწავლეთ როგორ გამოიყენოთ Google Analytics, რომ ნახოთ რამდენი ვიზიტორი მოდის თქვენს საიტზე.
– ისწავლეთ როგორ გამოაქვეყნოთ Google ში ვებსაიტი.
– ისწავლეთ როგორ გამოიყენოთ და დაამატოთ SEO ს მოდული.
– ქივორდების მიმოხილვა და რესერჩი.
– აქტივობა: განვლილი მასალის შეჯამება.
ინტერაქტიული კითხვა & პასუხი.
ვებ გვერდების ტესტირება.
საფინალო დავალება: წარადგინეთ თქვენს მიერ შექმნილი ვებ გვერდი.